მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა დიდ დიღომში - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა და ქაოტურად განაშენიანებული დედაქალაქი. ირკვევა, რომ დიდი დიღომი ერთ-ერთია იმ უბნებს შორის, სადაც რეკრეაციულლ ზონებში სურთ კორპუსების აშენება. მოსახლეობა გაბრაზებულია, რადგან კონკრეტული ბიზნესმენების ფინანსური ინტერესის გამო ხალხი ზარალდება. თბილისში მწვანე სივრცეეები ნელ- ნელა ქრება. სწორედ ამ თემაზე ესაუბრებიან ისინი ახლა ნაციონალური მოძრაობის წევრებს.
დიდი დიღმის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ 2019 წელს მათ მიიღეს საბურთალოს გამგეობისგან დაპირება, რომ ტენდერი გამოცხადდებოდა და მოსახლეობას სკვერს გაუკეთებდნენ, თუმცა ახლა, ამ ადგილას, ორი 14 სართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება. სწორედ ამიტომ ადგილობრივები აპირებენ, რომ დღეს, საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის სახელზე განცხადება შეიტანონ, რათა ადგილზე მრავალსართულიანი კორპუსები არ აშენდეს.
არც კულტურის და სახვენების პარკი არ უნდა გვქონდეს და არც სკოლა. ეს როგორ შეიძლება?! ბეტონად ხომ არ უნდა ვიქცეთ? არ მივცემთ მანდ მშენებლობის ნებართვას. ვითხოვთ ნორმალური ცხოვრების საშუალებას და მერმა, რომელიც თბილისელების მიერაა არჩეული, უნდა დაიცვას ხალხის ინტერესები და არა ბიზნესისი ინტერესები", - ამბობს ადგილობრივი.
ნაციონალური მოძრაობის წევრის, ირაკლი ნადირაძის თქმით, ბოლომდე იბრძოლებენ მოსახლეობასთან ერთად, რომ ეს მშენებლობა არ დაუშვან.
ამ ქალაქის იერსახე, რეკრეაციული სივრცეეებ ეწირება "ოცნების" მაღალჩინოსნების ინტერესებს და ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ვხდებით დიდი დიღმის მოსახლეოაბვს, სადაც ისედაც ქაოტური განაშენიანებაა და მოსახლეობას თავიანთი კორპუსის წინ არსებულ ერთადერთ სკვერში უშენებენ კორპსს, რასაც არ დავშვებთ და ვიბრძოლებთ მათთან ერთად, რომ ეს მშენელობა არ დავშვათ", - ამბობს ირაკლი ნადირაძე.