დიდი რესურსი აქვს, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მივესალმები - "ოცნების" დეპუტატი
"ოცნების" დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი მიესალმება, თუ ბიძინა ივანშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება, თუმცა აცხადებს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ობოლაშვილის თქმით, ივანიშვილი არასდროს არ გაურბის პასუხისმგებლობას.
მოგეხსენებათ, ბატონ ბიძინას ძალიან დიდი რესურსი აქვს და რა თქმა უნდა მის პოლიტიკაში დაბრუნებას მივესალმები, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. გაბედავს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნებას რას ნიშნავს, ის არასდროს არ გაურბის პასუხისმგებლობას", - აცხადებს ანტონ ობოლაშვილი.
დაბრუნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად? ეს არის ახლა მთავარი კითხვა, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ მოულოდნელად დანიშნულმა ყრილობამ გააჩინა. დიდი ღონისძიება 30 დეკემბერს ჩაატარდება. მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ პარტიული ყრილობა ეწყობა იმიტომ, რომ პარტიული რიგებიდან ოფიციალურად გარიცხონ კახა კუჭავა და ეკა ტიკარაძე, მაგრამ სულ სხვა მოლოდინებია პოლიტიკურ კულუარებში.