"ქართული ოცნება" კვლავ ცდილობს ზონდერების დაწინაურებას - "ევროპული საქართველოს" განცხადება
„ევროპული საქართველო“ შსს-ს საკადრო ცვლილებებს საგანგებო ბრიფინგით ეხმიანება. კერძოდ, ოპოზიციური პარტიის წევრები დასავლეთ საქართველოში გენ-ინსპექციის უფროსად ბუბა ბოლქვაძის დანიშვნას აპროტესტებენ. მათი განმარტებით, აჭარის სუს-ის ყოფილი უფროსი წლების განმავლობაში ბიზნესს არეკეტებდა, თუმცა ამ გარემოებებზე სამართლებრივი რეაგირება არ მომხდარა.
შსს-მ დასავლეთ საქართველოს გენ-ისნპექციის უფროსად დანიშნა ბატონი ბოლქვაძე, რომელიც მანამდე წლების განმავლობაში მუშაობდა აჭარის სუს-ის უფროსის მოადგილედ. ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ეს ბატონო ძალიან აქტიურად იყო ჩართული საკმაოდ მძიმე ურთიერთობებში ბიზნესთან. მის წინააღმდეგ იყო რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საჩივარი ებრაელი ინვესტორებისგან, რომლებიც საკმაოდ დიდ ინვესტიციას აპირებდნენ აჭარაში, ასევე, რამდენიმე სამშენებლო სკანდალი. სამწუხაროდ, არასდროს ამას არ მოჰყოლია სამართლებრივი რეაგირება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის პოლიტიკა, რასაც სუს-ი ზოგადად ად კონკრეტულად აჭარაში ბატონი ბოლქვაძე ეწეოდა, არ გახდეს ძირითადი ურთიერობის წესი, რისი რისკებიც გვაქვს გამომდინარე ამ ბატონის არასათანადო აქტიურობისა ბიზნესთან მიმართებაში, - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.