არც ერთი სიტყვა მღვდლების მიერ EU-ს დროშის დაწვაზე - მეუფე შიო კითხვებს გაექცა
საქართველოს სააპატრიარქო დუმს - არც ერთი სიტყვა მღვდლების მიერ დაწყებულ ანტიევროპულ კამპანიაზე არ უთქვამს პატრიარქის მოსაყდრეს. მეუფე "შიომ" სიონის ტაძარი ისე დატოვა, რომ "პირველების" მიერ დასმულ კითხვებს არ უპასუხა.
მღვდლების მიერი ევროკავშირის დროშის დაწვის კამპანიას უპასუხოდ ტოვებს კიდევ ერთი სასულიერო პირი.
რა დროს ევროკავშირია, 25 დეკემბერია სპირიდონ ტრიუმფატელის ხსენების დღე", - ამბობს სასულიერო პირი.
სოციალურ ქსელში პრორუსი რადიკალების მხარდამჭერი სასულიერო პირების ვიდეოკადრები ვირუსულად ვრცელდება. მღვდლებს ხელში უჭირავთ ევროკავშირის დროშა და კამერის წინ ანადგურებენ.