ხელისუფლება მოძალადე ჯგუფების უკან დგას - ბობოხიძე სასულიერო პირების ღია მუქარაზე
დღევანდელი ხელისუფლება მოძალადე ჯგუფების უკან დგას - ასეთია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი ბობოხიძის, შეფასება სასულიერო პირების მხრიდან გაჟღერებული ღია მუქარის შემდეგ.
სასულიერო პირები მრევლს მოუწოდებენ, გავიდნენ ქუჩებში და იძულებით ჩაშალონ პრაიდის ღონისძიებები, რომელიც 1-დან 5 ივლისის ჩათვლით არის დაგეგმილი.
დღემდე სახელმწიფო არათუ არ იცავდა, არამედ პირიქით, დღევანდელი ხელისუფლება დგას მოძალადეების უკან"- აცხადებს ბობოხიძე
პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ნათია მეზვრიშვილის, თქმით, სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, რომ ძალადობისგან დაიცვას ადამიანები, რომლებიც ცდილობენ გამოხატვის თავისუფლების რეალიზებას.
ვისურვებდი ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც ადამიანებს საკუთარი უფლებების რეალიზებისთვის არ უწევთ პროტესტის გამოხატვა"- თქვა მეზვრიშვილმა.
,,გირჩის" წევრი, იაგო ხვიჩია, მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას გონიერება უნდა ეყოს და ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება არ დაუშვას.
ძალადობრივი მოწოდების ავტორი ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანეა. ის ფიქრობს, რომ თანასწორობისთვის გაერთიანებული ადამიანები ქრისტიანების ღირსებას ლახავენ, რაც, მისივე თქმით, დაუშვებელია.