მიუღებელია, ზნეობრივი კომისია შეხვდება - მამა გიორგი ზვიადაძე სასულიერო პირების მიერ EU-ს დროშის დაწვაზე

25.12.23 15:15
მიუღებელია, ზნეობრივი კომისია შეხვდება - მამა გიორგი ზვიადაძე  სასულიერო პირების მიერ EU-ს დროშის დაწვაზე

მამა გიორგი ზვიადაძე ამ დროისთვის ერთადერთია, ვინც  დაუფარავად თქვა, რომ ის რაცც ალტ ინფოს მხარდამჭერმა მღვდლებმა წამოიწყეს, დაუშვებელია.

სასულიერო პირი ამბობს, რომ ცალკეული საეკლესიო პირების საქციელი ვერ მიაყენებს ჩრდილს იმ პოზიციას რაც აქვს საქართველოს პატრიარქს.

დარწმუნებული ვარ, ზნეობრივი კომისია შეხვდება მათ და ამის შესახებ იქნება საუაბრი. ამაში მე ეჭვი არ მეპარება, იმიტომ, რომ სასულიერო პირების ამგვარი საქციელი არ არის მისაღები და ასე არ შეიძლება ნამდვილად. საქართველოს ეკლესიას ჰყავს თავისი მამამთავარი, ჰყავს სინოდი, ამიტომ ეკლესიის მწყემსმთავრის პოზიცია, წმინდა სინოდის პოზიცია არის ყველაზე არსებითი. ცალკეული საეკლესიო პირების საქციელი ვერ მიაყენებს ჩრდილს იმ პოზიციას რაც აქვს საქართველოს პატრიარქს", - ამბობს მამა გიორგი ზვიადაძე. 

სოციალურ ქსელში პრორუსი რადიკალების მხარდამჭერი სასულიერო პირების ვიდეოკადრები ვირუსულად ვრცელდება. მღვდლებს ხელში უჭირავთ ევროკავშირის დროშა და კამერის წინ ანადგურებენ.