ფეიკია... - მეუფე ნიკოლოზს სასულიერო პირების მიერ EU-ს დროშის დაწვის ფაქტის არ სჯერა

25.12.23 15:28
ფეიკია... - მეუფე ნიკოლოზს სასულიერო პირების მიერ EU-ს დროშის დაწვის ფაქტის არ სჯერა

ფეიკია... - მეუფე ნიკოლოზს სასულიერო პირების მიერ EU-ს დროშის დაწვის ფაქტის არ სჯერა.

ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ამბობს, რომ ევროკავშირის სტატუსის მინიჭება ქართველ ხალხს უკვე მიულოცა საქართველოს პატრიარქმა და მსგავსი ფაქტები ამინდს ვერ შეცვლის.

ეს ამინდს ვერ შეცვლის. სოციალურ ქსელში კი არა, ყველგან გავრცელდა პატრიარქის მილოცვა ქართველი ხალხისადმი და ეს არის ჩვენი ისტორიული გადაწყვეტილება, ყოველთვის ასე იყო. ამ კამპანიას პოზიტიური განცხადებებით უნდა ვებრძოლოთ. მე არ მჯერა, რომ მათი გადაღებულია ეს ვიდეო, ფეიქია, არ მჯერა", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

სოციალურ ქსელში პრორუსი რადიკალების მხარდამჭერი სასულიერო პირების ვიდეოკადრები ვირუსულად ვრცელდება. მღვდლებს ხელში უჭირავთ ევროკავშირის დროშა და კამერის წინ ანადგურებენ.