ივანიშვილი "ოცნებაში" მოღვაწე ყველა პოლიტიკოსისთვის დიდი ავტორიტეტის მქონე ადამიანია - სარჯველაძე

25.12.23 15:54
ივანიშვილი "ოცნებაში" მოღვაწე ყველა პოლიტიკოსისთვის დიდი ავტორიტეტის მქონე ადამიანია - სარჯველაძე

"ოცნების" წევრები ერთმანეთის მიყოლებით აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ინფრომაციას არ ფლობენ, თუმცა თუ ეს მოხდება, მიესალმებიან.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა თავად მიიღო გადაწყვეტილება და გავიდა პოლიტიკიდან, შესაბამისად პატივსცემენ მის გადაწყვეტილებას.

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ასეთი რამ არ იგეგმება. ამ ადამიანმა თვითონ მიიღო გადაწყვეტილება და გავიდა პოლიტიკიდან და ჩვენ ყველამ მაშინვე ვთქვით, რომ პატივს ვცეთ მის გადაწყვეტილებას. ახლა მისი დაბრუნების შესახებ, პირადად ჩემთვის ცნობილი არაფერი არ არის. პირადად ჩემს და ყველა ჩემი თანაგუნდელის პოზიციას მოგახსენებთ, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ნებისმიერი "ოცნებაში" მოღვაწე პოლიტიკოსისთვის არის უაღრესად დიდი ავტორიტეტის მქონე", - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.