ჩიტების ჭიკჭიკში, ფოთლების შრიალში, "ოცნების" ყრილობაზე - ყველგან არის ივანიშვილი - გოცირიძე
ჩიტების ჭიკჭიკში, ფოთლების შრიალში, "ოცნების" ყრილობაზე - ყველგან არის ივანიშვილი - ასე ეხმაურება "ევროოტიმისტების" ლდიერი რომან გოცირიძე ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დაბრუნებას პოლიტიკაში.
გოცირიძეს არ ჰგონია, რომ "ოცნების" დამფუძნებელი ასე ღიად დაბრუნდეს პოლიტიკაში, რადგან ოპოზიციონერის თქმით, ივანშვილისთვის კომფორტულია, როცა არავითარი ფორმალური პასუხისმგებლობა არ გააჩნია და ასე ჩრდილიდან მართავს ქვეყანას.
ბიძინა ივანიშვილი არის ყველგან: ჩიტების ჭიკჭიკში, ფოთლების შრიალში, "ქართული ოცნების" ყრილობაზე, ხალხის ძალაში, პარლამენტში და პარლამენტსი დეპუტატებში. ბიძინა არის ყველგან და ბუნებრივია, ის იქნება, მაგრამ ფიზიკურად გამოჩნდება თუ არა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. დაბრუნდება თუ არა ის ღიად პოლიტიკაში, არ მგონია, რადგან ის არის კომფორტულად და ფაქტობრივად ის მართავს ქვეყანას ისე, რომ არავითარი ფორმალური პასუხისმგებლობა არ გააჩნია", - ამბობს გოცირიძე.