უნდა მოხდეს ნებისმიერი დანიშვნის შეჩერება - კელი დეგნანი მოსამართლეების დანიშვნაზე

22.06.21 11:58
უნდა მოხდეს ნებისმიერი დანიშვნის შეჩერება - კელი დეგნანი მოსამართლეების დანიშვნაზე

აშშ-ის ელჩი პოლიტიკურ პარტიებს შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს. კელი დეგნანი სასამართლო რეფორმამდე მოსამართლეების შერჩევის პროცესის შეჩერებაზე საუბრობს და პარლამენტს მოუწოდებს, კონსტიტუციის მოთხოვნის თანახმად იმოქმედოს. 

ჩემს მოწოდებებზე მნიშვნელოვანია ის ვალდებულება, რომელიც პოლიტიკურმა პარტიებმა 19 აპრილის შეთანხმებით აიღეს. უნდა მოხდეს ნებისმიერი დანიშვნის შეჩერება, სანამ არ იქნება მიღებული რეფორმები. სასამართლო სისტემა უნდა იყოს დამოუკიდებელი, შესაბამისად, პარლამენტმა უნდა იმოქმედოს კონსტიტუციის მოთხოვნის თანახმად, - განაცხადა კელი დეგნანმა.