ნავალნი ციმბირში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იმყოფება - პრესმდივანი
ალექსეი ნავალნი ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში, იამალ-ნენთა ოლქში მდებარე მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოკავშირეები ავრცელებენ.
ნავალნის პრესმდივნის, კირა იარმიშის თქმით, ნავალნის მისი ადვოკატი შეხვდა და "ის კარგად არის".
კოლონიაში, რომელშიც ნავალნი იმყოფება, თავის დროზე სასჯელს იხდიდნენ იუკოსის თანამფლობელი, პლატონ ლებედევი და უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი, ოლეგ სენცოვი.
შეგახსენებთ, რომ ნავალნი 2021 წელს, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნების შემდეგ დააკავეს.