გახარიას გუნდი მიხვდა, რომ "ქართულ ჯიგრულ პონტში" სააკაშვილზე ასეთი განცხადებების გაკეთება არ შეიძლება - ბოტკოველი

25.12.23 19:02
გახარიას გუნდი მიხვდა, რომ "ქართულ ჯიგრულ პონტში" სააკაშვილზე ასეთი განცხადებების გაკეთება არ შეიძლება - ბოტკოველი

დააბრუნებენ თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს საკანში - ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წევრი, გიორგი ბოტკოველი "დღის ამბების" ეთერში აცხადებს, რომ პოლიტიკოსებმა დღეს გახარიას გუნდის შედარებით შეცვლილი პოზიცია იხილეს, რადგან "ეტყობა მიხვდნენ, რომ ქართულ ჯიგრულ პონტში ასეთი კომენტარების გაკეთება არ შეიძლება".

ბოტკოველის თქმით, როდესაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდის წევრები "ოცნებას" წარმოადგენდნენ, აქტიურად იყვნენ ჩართულნი კორუფციულ სქემებში.

გახარიას გუნდის მხრიდან ცოტა შეცვლილი პოზიცია ვნახეთ დღეს. ჯერ სამარცხვინო იყო, როდესაც დაბადების დღეა ადამიანის, არის პატიმარი, ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს მძიმე და გამოდიხარ, ლაპარაკობ, რომ ციხეში უნდა გადაიყვანონ სასწრაფოდ, ამის უფლება არ აქვს, იმის უფლება არ აქვს. დღეს ცოტა შეცვლილი პოზიცია ვნახეთ. ეტყობა, ქართულ ჯიგრულ პონტში არ მოსულა, რომ მაინც პატიმარ ადამიანზე, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე, დაბადების დღეს ასეთი განცხადება არ უნდა გაეკეთებინათ, ეტყობა მიხვდნენ. თუმცა ქართულ ჯიგრულ პონტში მოსულა ის კორუფციული სქემები, რომელშიც ჩართული იყო გახარიაც და მისი გუნდის წარმომადგენლები მაშინ, როდესაც ისინი "ქართულ ოცნებას" წარმოადგენდნენ", - აღნიშნა ბოტკოველმა.