დარჩება კულისებში თუ დაბრუნებდება პოლიტიკაში - „ოცნება“ პოლიტიკური ივანიშვილის ტრიუკის მოლოდინშია
ივანიშვილის პოლიტიკური ტრიუკის მოლოდინში - დიდი დაბნეულობა "ქართულ ოცნებაში". ვინ ჩანიშნა ყრილობა 30 დეკემბერს? პარტიის ლიდერების განცხადებებიდან ჩნდება ეჭვი, რომ ეს ამბავი თავადაც არ იცოდნენ და დიდი შეკრების შესახებ დავალება ივანშვილისგან მოულოდნელად მიიღეს. მთავარი პოლიტიკური ინტრიგაც ეს არის: გამოჩნდება თუ არა ოლიგარქი პარტიის ყრილობაზე და რა აქვს მას სათქმელი ხალხისთვის.
დარჩება კულისებში თუ დაბრუნდება ოფიციალურად პოლიტიკაში? ივანიშვილი ახლა თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს - ამბობენ ოპოზიციაში და არ გამორიცხავენ, რომ დაბრუნება მხოლოდ პარტიის გადასარჩენად გადაწყვიტოს.
როგორც წესი, ივანიშვილი მაშველი რგოლი მაშინ ხდება, როდესაც "ოცნებას" ძალიან უჭირს. მართალია, საპარლამენტო უმრავლესობაში ირწმუნებიან, რომ ივანიშვილის დახმარება არ სჭირდებათ, მაგრამ მთავარია, რას გადაწყვეტს ოლიგარქი და დადგება თუ არა პარტიის გვერდით კრიზისის დროს.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.