ხმაური და გინება სასამართლო პროცესზე - ეძგვერაძეზე თავდამსხმელები პატიმრობაში გაუშვეს
ხმაური და გინება სასამართლო პროცესზე - ირაკლი ეძგვერაძეზე თავდამსხმელების გულშემატკივრებმა ამ ფორმით დარბაზი მას შემდეგ დატოვეს, რაც მოსამართლემ ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა. როგორც ჩანს, განსასჯელები სხვა განაჩენის მოლოდინში იყვნენ. მოსამართლის ვერდიქტის შემდეგ კი ვითარება დარბაზში დაიძაბა. ბრალდებულები სიტყვას ითხოვდნენ, მათი მხარდამჭრები კი მოსამართლეს და პროკურორს აგინებდნენ.
დღევანდელ პროცესზე გაირკვა, რომ საკრებულოს დეპუტატზე თავდასხმის შემდეგ ბრალდებულები ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდნენ. სავარაუდოდ, სწორედ ამ გარემოების გამო მოსამართლემ უარი უთხრა ადვოკატებს გირაოს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ერთდაერთი, ვინც დღეს სიტყვით ისარგებლა, ყოფილი საჯარო მოხელე იყო. ტატო ხუნდაძე ამტკიცებდა, რომ პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი მის რეპუტაციას აზიანებს.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.