ნებისმიერი ქმედება, რომელიც ოკუპაციის მიღმა ხდება, ჩვენი კონტროლის გარეთ არის და არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია - დარჩიაშვილი

25.12.23 19:46
ნებისმიერი ქმედება, რომელიც ოკუპაციის მიღმა ხდება, ჩვენი კონტროლის გარეთ არის და არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია - დარჩიაშვილი

"ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხდება ოკუპაციის მიღმა, ჩვენი კონტროლის გარეთ არის და არანაირი ბერკეტი არ გვაქვს", - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ხავიერ კოლომინას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ "იმ შემთხვევაში, თუ ოჩამჩირეში რუსეთის მიერ დაანონსებული სამხედრო ბაზიდან NATO-ს თავს დაესხმებიან, ალიანსი იმოქმედებს".

დარჩიაშვილი ამბობს, რომ მთავარი გასაღები საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაა, რასაც საქართველოს მთავრობა განაგრძობს.

ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხდება ოკუპაციის მიღმა, არის ჩვენი კონტროლის გარეთ და ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს. ჩვენი მთავარი ბერკეტია, აქტიურად ვიმუშაოთ საერთაშორისო პარტნიორებთან, მეგობრებთან, მათი ძლიერი მხარდაჭერა გვქონდეს. ჩვენი აქტიური მუშაობით, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მობილიზებით ვიღებთ იმ შედეგს, რომელიც გვაქვს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.