საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ხალხის ხმამ გადაწონა რუსული ხელისუფლების ხმა - ნაცვლიშვილი
იქონია თუ არა გავლენა მარტის აქციებმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე - პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი, ანა ნაცვლიშვილი "საჯარო პოლიტიკის" ეთერში ამბობს, რომ "ხალხმა რუსული ხელისუფლების ხმა გადაწონა"
ნაცვლიშვილის თქმით, მთავრობის მიერ გავრცელებული სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროკომისიას გადაეგზავნა, აქტიური ნაბიჯების გადადგის გარეშე არალეგიტიმური იქნება.
ჩემთვის პოზიტივის თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ხალხის ხმამ გადაწონა რუსული ხელისუფლების ხმა. ეს იყო ცალსახა გამარჯვება და ამ წლისთვის კარგი გაგრძელება რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი გამარჯვების. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ასეთი გეგმა რამდენი არის იცით საქართველოში? გეგმები უამრავია, მაგრამ ქვეყანა ფურცელზე დაწერილ გეგმებს კი არ მიჰყავს წინ, ქვეყანა წინ მიჰყავს ბრძოლას. იმ ტიპის ბრძოლას, როგორიც აჩვენა ქართულმა საზოგადოებამ დეზინფორმაციის წინააღმდეგ, როდესაც არ დაიჯერა მარტში და მთელი ამ 18-თვის აქტიური კამპანიის დროს, აი ეს ხელისუფლება, ახლა ხელში რომ დააჭერინეს ამ რუსებს ევროპის დროშები, ეს ქართველმა ხალხმა მოახერხა", - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.