ვაჭრუკანას მსახურები არიან, ჭორვილილომანს უთხრან, რომ ყველაფერი არ იყიდება - კაკაბაძე მწერალთა სახლში მომხდარ დაპირისპირებაზე

26.12.23 11:57
ვაჭრუკანას მსახურები არიან, ჭორვილილომანს უთხრან, რომ ყველაფერი არ იყიდება - კაკაბაძე მწერალთა სახლში მომხდარ დაპირისპირებაზე

დაპირისპირება მწერალთა სახლში - მწერალი ირაკლი კაკაბაძე წულუკიანთან მომხდარ გუშინდელ ინციდენტს იხსენებს

კაკაბაძე "პირელებთან" ყვება, რომ კულტურის მინისტრს გუშინ უთხრა, რომ ევროკავშირი და შვედეთი თანახმა არიან ზურაბ რთველიაშვილისადმი მიძღვნილ დადგმაში მონაწილეობა მიიღონ, დააფინანსონ ეს დადგმა, თუმცა წულუკიანმა თქვა, რომ ეს პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს.

სწორედ ამას მოჰყვა ირაკლი კაკაბაძის გაღიზიანება. 

ზურაბ რთველიაშვილის ფესტივალს შლის, ჩაშლის პირასაა. თვითონ შვედებმა განაცხადეს სურვილი, მერე ევროკავშირმაც, რომ ისინი მონაწილეობას მიიღებდნენ მასზე მიძღვნილ დადგმაში, ხოდა გუშინ ბოლო წერტილი ეს იყო, რომ ეს ვახარე ამ ადამიანს, რომ თუ მზად ხარ-თქო... არა ეს პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, ეს სექტემბერში გადაწყდება. მე ვუთხარი, შე კაი ადამიანო, რას ქვია ეს ამბავი. დოიაშვილს ერჩის, ყველა კარგ რეჟისორს, კინემატორაფიას ერჩის, მწერლობას ერჩის, ინსტიტუტებს დაერია. ის რომ შენ ახლა ადგე და ადამიანებზე პიროვნული შურისძიებები ატარო, ეს არის საშინელება, ფაშისტური სტილი მმართველობის. მაგათი პრემია ვის რაში სჭირდება! სირცხვილია მაგათი პრემია, იმიტომ, რომ სამარცხვინო ხალხი არიან. ესენი არიან ქართული კულტურის მტრები. ერთი ვაჭრუკანას, ვაჭრის მსახურები არიან.  ჯერ ერთი წიგნი უნდა წაიკითხონ, ბიძინას რომ შეხედავენ, მიხვდნენ, რომ ეს არის ჭორვილილომანი და უთხრას, რომ შე ჭორვილილომანო, ყველაფერს ნუ ყიდი, არ იყიდება ყველაფერი. არის რაღაცები, რაც არ იყიდება. საქართველო გაყიდა, ხაინდრავა და ნუგზარ ფოფხაძე რომ ხელმძღვანელობს და კიდე ეს ჭორვილილომანი, ნერვები უნდა ჰქონდეს ამ ადამიანს, მაგრამ ნერვები გვინდა ჩვენ, ვნერვიულობთ ჩვენ, განვიცდით, თორემ ეს ადამიანი ცივი ხელებით, ხოცავს და კლავს ქართულ კულუტრას", - ამბობს ირაკლი კაკაბაძე. 

დაპირისპირება მწერთალთა სახლში - ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ასახულია კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანისა და ირაკლი კაკაბაძეს შორის დაპირისპირება.