სულ რაღაც 11 წელიწადში ჩვენი ქვეყანა დემოკრატიზაციის გავითარების კუთხით მსოფლიო ათეულშია - პრემიერი

26.12.23 11:22
სულ რაღაც 11 წელიწადში  ჩვენი ქვეყანა დემოკრატიზაციის გავითარების კუთხით მსოფლიო ათეულშია - პრემიერი

პრემიერმა თბილისში გამართულ ამბასადორიალზე იერიში კვლავ წინა ხელისუფლებაზე მიიტანა. ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, 2012 წლამდე ქვეყანას ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმი მართავდა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შეცვალა. პრემიერმა ისევ მოქმედი ხელისუფლება შეაქო და კანდიდატის სტატუსის მიღებაის წარმატებაც სწორედ "ოცნებას" მიაწერა. ამასთან, ღარიბაშვილს არც ივანიშვილის "ღვაწლი" გამორჩენია. 

საქართველო 2012 წლამდე შორდებოდა ევროპას და ყალიბდებოდა როგორც ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმი. აი, ეს რეალობა დახვდა "ქართულ ოცნებას" და ბატონ ბიძინა ივანიშვილს. და სულ რაღაც 11 წელიწადში დღეს ჩვენი ქვეყანა დემოკრატიზაციის გავითარების კუთხით მსოფლიო ათეულშია და დღეს, 11 წლის თავზე ჩვენი ქვეყანა არის ევროკავშირის კანდიდატი წევრი სახელმწიფო.