პრეზიდენტი ამბასადორიალზე არ დაპატიჟეს? - ზურაბიშვილი ელჩებთან წლის შემაჯამებელ შეხვედრას არ ესწრება

26.12.23 11:10
პრეზიდენტი ამბასადორიალზე არ დაპატიჟეს? -  ზურაბიშვილი ელჩებთან წლის შემაჯამებელ შეხვედრას არ ესწრება

პრეზიდენტი ამბასადორიალზე არ დაპატიჟეს? - ამ წუთებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვენებში აკრედიტებული ელჩები თბილისში არიან შეკრებილები, თუმცა წლის შემაჯამებელ შეხვედრას ქართველ დიპლომატებთან პრეზიდენტი არ ესწრება. ეს არის პირველი შემთხვევა სახელმწიფოს მეთაურად არჩევის ხუთი წლის განმავლობაში, როდესაც ზურაბიშვილი  ღონისძიებაზე არ მიიწვიეს. სკანდალით დასრულდა შარშანდელი ამბასადორალიც, სადაც პრეზიდენტს ორგანიზატორებმა სკამი პროტოკოლის დარღვევით დაუდგეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, სასტუმრო „პარაგრაფში“ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრება - „ელჩების კონფერენცია 2023, საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა" მიმდინარეობს.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს დიპლომატიური მისიის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები.

კონფერენციას პრემიერ-მინიტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრება, რომელიც ამ წუთებში სიტყვით გამოდის.