პრემიერის მტკიცებით, ქვეყანაში უმუშევრობის და სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა
პრემიერი ისევ ამტკიცებს, რომ ქვეყანაში სიღარიბის და უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა. ამის შესახებ მან თბილისში გამართულ ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
ამასთან, ღარიბაშვილი საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოდის და ამბობს, რომ საქართველოში სიღარიბე და უმუშევრობა ჯერ ისევ გამოწვევად რჩება.
ჯერ კიდევ რჩება გამოწვევად მაღალი უმუშევრობის დონე, სიღარიბის დონე, თუმცა მმინდა აქვე აღვნიშნო, რომ წელს ძლიერი ეკონომიკური გავიტარების შედეგად სიღარიბის და უმუშევრობის დონე ჩამოვიდა ისტორიულ მინიმუმზე. ასევე, ქვეყნის ეროვნული რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა, - თქვა პრემიერმა.