"ოცნება" ეროვნული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლებაა - პრემიერი ისევ თავს იქებს

26.12.23 11:39
"ოცნება" ეროვნული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლებაა - პრემიერი ისევ თავს იქებს

ელჩების კონფერენციაზე პრემიერმა სიტყვით გამოსვლა ისევ  მოქმედი ხელისუფლების ქებით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, "ქართული ოცნება" ეროვნული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლებაა, რომელსაც ქვეყნის საკეთილდღეოდ არაერთი მიღწევა აქვს. 

დღეს ვიმყოფებით გარემოში, სადაც ყოველ დღე იცვლება მსოფლიო წესრიგი და ვხედავთ, რომ ჯერჯერობით ამ პროცესის გაჩერება შეუძლებელია. ასეთ ვითარებაში, ისეთი ქვეყანას, როგორიც საქართველოა, თავისი გამოწვევებით და ეროვნული ინტერესებით, ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ ეროვნული ინტერესებით. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა ეროვნული მთავრობა და ეროვნული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება, მას შემდეგ დაიწყო კონკრეტული შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. ეს არის რეალობა. 

მე მინდა საზოგადოებას შევახსენო, თუ რა კონკრეტული შედეგი მოიტანა ჩვენი, მმართველი პარტიის მმართველობამ. დავიწყებ იმით, რომ დემოკრატიის გზაზე ჩვენ ძალიან სწრაფი პროგრესი გვქონდა და შემთხვევითი არ არის, რომ 180 ქვეყანას შორის დღეს საქართველოს დემოკრატიზაციის 10 წლიანი პროგრესით მსოფლიოს  საუკეთესო ათეულში, - თქვა ღარიბაშვილმა.