ქუთაისის ენმ-ს საკრებულოს წევრები წასულებს "ოცნებასთან" ალიანსში ადანაშაულებენ
ქუთაისში "ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩენილი საკრებულოს წევრები პარტიიდან წასულებს "ოცნებასთან" გარიგებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, პარტიიდან დემარშით წასულები ამ დრომდე ფრაქციის რიგებს არ ტოვებენ. საკრებულოს წევრები ამტკიცებენ, რომ ყოფილი თანაგუნდელები ამ დრომდე ხელფასებს არაკეთილსინდისიერად იღებენ და უარს არ ამბობენ თანამდებობებზე.
ამ დრომდე პოსტზე რჩება ფრაქციის თავმჯდომარე და მისი ოთხივე მოადგილე.
მინდა მივულოცო ნიკა მელიას, მისი გუნდი და "ქართული ოცნება" დღეს გაერთიანდა ქუთაისის საკრებულოში. თქვენ კარგად გახსოვთ, დარეჯან ფხაკაძე, რომელმაც დატოვა თვეების წინ "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართულ ოცნებას" შეუერთდა, ეს ადმაიანი დღემე არ გაურიცხიათ ფრაქციის, ნიკა მელიას წევრებს და მათი ხმებით აპირებენ ჩვენ გარიცხვას. როესაც ტოვებ ამ პარტიას, საკრებულოც უნდა დატოვონ. ეს არის, ჩვენი აზრით, პოლიტიკური თაღლითობა პირადი, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ხელისუფლებასთან ალიანსში და "ქართულ ოცნებაში" გადაბარგებული დეპუტატის ხარჯზე აპირებენ ამ პოლიტიკური თაღლითობის გაკეთებას, - ამბობენ ენმ-ში.