რატომ არ მიიწვიეს ზურაბიშვილი ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე - დარჩიაშვილის განმარტება

26.12.23 13:21
რატომ არ მიიწვიეს ზურაბიშვილი ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე - დარჩიაშვილის განმარტება

საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილის ელჩების კონფერენციაში მონაწილეობის მიღების აუცილებლობა არ იყო, რადგან აღნიშნული ფორმატი ამას არ ითვალისწინებდა. ამასთან, ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტმა აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილოება შარშანაც საკუთარი სურვილით არ მიიღო.   

დღევანდელი კონფერენცია მიძღვნილია იმ კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც განვახორციელეთ საქართელოს მთავრობამ , აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და საქართელოს პარლამენტმა, რადგან ეს ხელისუფლების ორი შტო იყო პასუხისმგებელი ამ მნიშნელოვან მიმართულებებზე. ჩვენ საქართელოს პრემიერ-მინისტრი მიმართვა მოვისმინეთ, რომელიც უშალოდ ხელმძღვანელობდა ამ პროცესს და ასევე მოვისმინეთ საქართელოს პარლამენტის სპიეკრის მიმართა, რომელიც ასევე პირადად იყო მმართველ გუნდთან ერთად ჩართული იმ უზარმაზარი საკანოდმდებლო აქტივობების გახორციელებაში. 

შარშან საქართველოს პრეზიდენტი იყო მოწვეული, სამწუხაროდ, მან მისი გადაწყვეტილებით მან არ მიიღო მონაწილეობა ელჩების კონფერენციაში, თუმცა დღევანდელ კონფერენციას, როგორც გითხარით, ფორმატი ჰქონდა შემდეგი და იმის გათვალისწინებით, რომ მთელი წლის განმავლობაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება, მთავარი და საპარლამენტო განზომილება, ორი მთავარი ხელისუფლების შტო, რომელიც მუშაობდა კონკრეტული შედეგის მისაღწევად, სწორედ ამ ლოგიკით იყო ეს ფორმატი აწყობილი, - ამბობს ილია დარჩიაშვილი.