"ოცნების" გეგმით EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებები ვერ გაგვეხსნება - დეკანოიძე

26.12.23 13:37
"ოცნების"  გეგმით EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებები ვერ გაგვეხსნება - დეკანოიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე მთავრობის მიერ გასაჯაროებულ სამოქმედო გეგმას, რომელიც 9 დათქმის შესრულებას ეხება, არაფრისმომცემს უწოდებს. დეკანოიძე დარწმუნებულია, რომ აღნიშნული გეგმით EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებები ქვეყანას ვერ გაეხსნება. 

უნდა გვესმოდეს, რომ ამ გეგმით ჩვენ გაწევრიანების მოლაპარაკებები ვერ გაგვეხსნება. სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის არის უმნიშვნელოვანესი რეფორმები განსახორციელებელი, მათ შოპრის ვენეციის კომისიის ყველა დასკვნის და განსაკუთრებით ბოლო დასკვნის შესრულება, რაც ცესკოს დამოუკიდებლობას ეხება და ამ ხდროს ხელისუფლებას ჩაწერილი აქვს მხოლოდ პარტიების დაფინანსების იურიდიული პირის მიერ შემწირულობის გაუქმების საკითხი,რაც სასაცილოა, არაფერს წარმოადგენს სამართლიანი არჩევნები რომ ჩატარდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, საზღვარგარეთ უბნები უნდა გაიხსნას, რაზე დაბრკოლება აქვთ ჩვენს მოქალაქეებს. არაფერი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე არ წერია, საგარეო პოლიტიკის თანხვედრა როგორ უნდა მოხდეს, - ამბობს დეკანოიძე. 

საქართველოს მთავრობამ გაასაჯაროა გეგმა, როგორ აპირებს ევროკავშირის ცხრა ახალი მოთხოვნის შესრულებას. დეოლიგაქიზაცია, არჩევნები 2024 და სასამართლოს კლანისგან გათავისუფლება - ეს არის პირველი შემთხვევა, სადაც ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტმა დააკონკრეტა, რის შეცვლას აპირებს და რას ტოვებს უცვლელად. როგორც მოსალოდნელი იყო დეოლიგარქიზაცია ისევ ხელშეუხებელია. ანუ ივანიშვილის გავლენების შესასუსტებლად ნაბიჯები არ გადაიდგმება.