ევროკავშირში გაწევრიანების გზა ხელისუფლების ცვლილებაზე გადის - ნაცვლიშვილი
"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზა ხელისუფლების ცვლილებაზე გადის. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში EU-ში გასაწევრიანებლად გასატარებელი რეფორმები სწრაფად და ზედმიწევნით შესრულდება.
ხელისუფლების ცვლილებაზე გადის, რეალურად, ამ რეფორმების გატარების და ერვოკავშირში სრულუფლებიან წევრად გახდომის გზა და ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ხელისუფლების ცვლილებიდან ძალიან მალე ყველა ეს ფუნდამენტური რეფორმა იმ ხარისხით გატარდება, რომ ჩვენ უზრუნველყოფილი გვქონდეს სწრაფად სრულუფლებიან გაწევრიანება ევროკავშირში, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
საქართველოს მთავრობამ გაასაჯაროა გეგმა, როგორ აპირებს ევროკავშირის ცხრა ახალი მოთხოვნის შესრულებას. დეოლიგაქიზაცია, არჩევნები 2024 და სასამართლოს კლანისგან გათავისუფლება - ეს არის პირველი შემთხვევა, სადაც ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტმა დააკონკრეტა, რის შეცვლას აპირებს და რას ტოვებს უცვლელად. როგორც მოსალოდნელი იყო დეოლიგარქიზაცია ისევ ხელშეუხებელია. ანუ ივანიშვილის გავლენების შესასუსტებლად ნაბიჯები არ გადაიდგმება.