ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს, რომ გზა, რომელსაც ხელისუფლება გადის, წარმატების გზაა - პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ხელისუფლების მიერ შემუშავებულ გეგმას, რომელიც EU-ს რეკომენდაციების შესრულებას ეხება, დასაწუნი არაფერი აქვს. შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ გზა, რომელსაც ხელისუფლება გადის, წარმატების გზაა. სახელისუფლებო გუნდის წევრი ოპოზიციას მოუწოდებს, ფორმალურად მაინც ჩაერთონ პროცესში.
ოპოზიციას ერთ რამეს ვურჩევ, რომ ახლა მაინც დაფიქრდნენ, საჯაროდ მაინც ისე წარმოაჩინონ თავი, დაფიქრდნენ იმაზე, რომ წარმატებული გზა არის ის გზა, რომელსაც გადის ხელისუფლება. თუ მათ სურთ რამენიარად დაეხმარონ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, კი, ბატონო, მათთვის არის კარი ღია, მაგრამ მე მეშინია, რომ ისინი კვლავ შეეცდებიან ისტერიას და პირველი რეაქცია, რაც ჰქონდათ ამ სამოქმედო გეგმაზე, ბვნახეთ, საერთო ჯამში, აბსოლუტური მიუღებლობა, თითქოს ყველაფრის მცოდნეები არიან როგორ რა უნდა გაკეთდეს, სინამდვილეში, ვხედავთ მათი პოლიტიკა რაც არის. რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, არის აბსოლუტურად რეალისტური, ეხება ყველა ამ საკითხს. ეს არის გახსნილი პროცესი, ვისაც სურს, რომ ახლა მაინც ავიდეს იმ მატარებელზე, რომელიც ევროპისკენ მიდის, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ შემოუერთდნენ საქართველოს ხელისუფლებას, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
საქართველოს მთავრობამ გაასაჯაროა გეგმა, როგორ აპირებს ევროკავშირის ცხრა ახალი მოთხოვნის შესრულებას. დეოლიგაქიზაცია, არჩევნები 2024 და სასამართლოს კლანისგან გათავისუფლება - ეს არის პირველი შემთხვევა, სადაც ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტმა დააკონკრეტა, რის შეცვლას აპირებს და რას ტოვებს უცვლელად. როგორც მოსალოდნელი იყო დეოლიგარქიზაცია ისევ ხელშეუხებელია. ანუ ივანიშვილის გავლენების შესასუსტებლად ნაბიჯები არ გადაიდგმება.