ძალიან ძნელია კრიტიკული შენიშვნის გამოთქმა "ოცნების" სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით - სარჯველაძე
"ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე ირწმუნება, რომ ხელისუფლების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც EU-ს რეკომენდაციების შესრულებას ეხება, რთული რამე დაუწუნო. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამბობს, რომ ახლა ოპოზიცია დაუსაბუთებელ შენიშვნებს იძლევა.
არ ვისურვებდი ახლა ოპოზიციის ადგილზე ყოფნას, იმიტომ, რომ ძალიან ძნელია კრიტიკული შენიშვნის გამოთქმა ამ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით და ამიტომაც, დააკვირდით, დაიწყო ასეთი შეთაბეჭდილებების გამოხატვა, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად, რომ ეს არის ან ზედაპირული ან ზოგადი და ა.შ. რასაკვირველია, სამოქმედო გეგმა უნდა იყოს სწორედ ისეთი, როგორიც ის ჩამოყალიბდა, - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
საქართველოს მთავრობამ გაასაჯაროა გეგმა, როგორ აპირებს ევროკავშირის ცხრა ახალი მოთხოვნის შესრულებას. დეოლიგაქიზაცია, არჩევნები 2024 და სასამართლოს კლანისგან გათავისუფლება - ეს არის პირველი შემთხვევა, სადაც ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტმა დააკონკრეტა, რის შეცვლას აპირებს და რას ტოვებს უცვლელად. როგორც მოსალოდნელი იყო დეოლიგარქიზაცია ისევ ხელშეუხებელია. ანუ ივანიშვილის გავლენების შესასუსტებლად ნაბიჯები არ გადაიდგმება.