"ოცნება" წულუკიანს იცავს - სარჯველაძის თქმით, მინისტრის მხრიდან რეპრესიების მსხვერპლი არავინ გამხდარა
"ოცნება" თეა წულუკიანის გამართლებას ცდილობს - მიხეილ სარჯველაძის თქმით, კულტურის მინისტრის მხრიდან რეპრესიების მსხვერპლი არცერთი ადამიანი არ ყოფილა.
სარჯველაძე ამბობს, რომ ის ადამიანების წინააღმდეგ ბრძლა, ვინც სისტემის გაუმართაობით სარგებლობდა, აბსოლუტურად მართებულია.
არც ერთ მოსაზრებას არ დავეთანხმები აქამდე რაც გავრცელებულა. უკლებლივ, ყველასთან მიმართებაში შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ არცერთ მათგანს არ მიუცია მიზეზი არავისთვის, რომ ეს არის პოლიტიკური რეპრესია. ნებისმიერ სიღრმემდე შეგვიძლია ამას ჩავყვეთ და რეალურად, ყველა კარგად გავერკვევით, რომ ეს არის უბრალოდ სწორი მენეჯმენტის ამბავი და არა ვინმეს მიმართ პოლიტიკური რეპრესია. აი, ვისაც ჰქონდა სისტემაში ისეთი მდგომარეობა, როდესაც გაუმართაობით შეიძლება ვინმე სარგებლობდა, ამის წინააღმდეგ ბრძოლა არის აბსოლუტურად მართებული. პირიქით, ჩემი სრული მხარდაჭერა თეა წულუკიანს", - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
დაპირისპირება მწერთალთა სახლში - ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ასახულია კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანისა და ირაკლი კაკაბაძეს შორის დაპირისპირება.
ირაკლი კაკაბაძის გაღიზიანება სავარაუდოდ, თეა წულუკიანის მიერ ზურაბ რთველიშვილისთვის განკუთვნილი ფესტივალის დაბლოკვამ გამოიწვია.