ვინ იმღერებს ახალი წლის ღამეს თბილისში, გალაკონცერტზე - სია

26.12.23 14:34
ვინ იმღერებს ახალი წლის ღამეს თბილისში, გალაკონცერტზე - სია

ვინ იმღერებს ახალი წლის ღამეს თბილისში, გალაკონცერტზე - მომღერლების სიას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.  ირკვევა, რომ მერიამ 25 დეკემბერს ტენდერის გარეშე გააფორმა  718 874 ლარის ღირებულების კონტრაქტი კომპანიაSmart Event-თან.

ხელშეკრულების პირობებში წერია ყველა დეტალი, მათ შორის შემსრულებლების ვინაობა და მათი ჰონორარის ოდენობა. შემსრულებელთა ჰონორარი დაანგარიშებულია "პოზიციების" შესაბამისად.

ახალი წლის ღამეს იმღერებენ:

  • ნატო მეტონიძე;
  • სტეფანე და სტეფანია (მღებრიშვილები);
  • ეკა მამალაძე;
  • ნუკრი კაპანაძე;
  • ეკა კახიანი;
  • ლიზა ბაგრატიონი;
  • ნატა ქუთათელაძე;
  • დათო ალადაშვილი;
  • ნიკა კოჩაროვი;
  • ანასტასია ვასაძე, ოთო ბაზერაშვილი, ნიკოლოზ ხარატი, ვაჩე ღვინიაშვილი;
  • მაია ჯაბუა;
  • გიორგი მახარაშვილი;
  • სოფო გელოვანი;
  • მარიამ ებრალიძე;
  • ანრი ჯოხაძე;
  • ანა დოიაშვილი;
  • საბა მიქელაძე;
  • ნინა სუბლატი;
  • ლიკა სირაძე;
  • სანდრო მოსეშვილი;
  • საბა ჩაჩუა;
  • თინათინ დათიკაშვილი;
  • მარიამ როინიშვილი;
  • კონსტანტინე ყიფიანი;
  • ნიკოლოზ ქაჯაია.

ასევე ანსამბლები:

  • "ერისიონი";
  • "შვიდკაცა";
  • "მართვე";
  • გორის გოგონათა გუნდი.

გარდა ამისა, დაუკრავს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.

ხელშეკრულების თანხაში გათვალისწინებულია წამყვანების, სცენარისტების, რეჟისორების ჰონორარები და ასევე სხვადასხვა საჭირო რეკვიზიტი.

მსგავსი სიახლეები