ტესტი საქართველოს დემოკრატიისთვის - აშშ-ის გაფრთხილება საარჩევნო გარემოზე

22.06.21 13:17
ტესტი საქართველოს დემოკრატიისთვის - აშშ-ის გაფრთხილება საარჩევნო გარემოზე

"მოახლოვებული თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს  მშვიდად და პროცესის ნდობა უნდა ჰქონდეს მოსახლეობას", - ამის შესახებ აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, აცხადებს. დიპლომატი ამბობს, რომ სწორედ საარჩევნო პროცესზეა ბევრი რამ დამოკიდებული, რაც საბოლოოდ დემოკრატიის ხარისხს განსაზღვრავს. კელი დეგნანმა საარჩევნო პროცესში სოციალური მედიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ის უნდა გამოიყენონ გეგმების გასაცნობად და არა სიძულვილის ენისთვის. 

მოგეხსენებათ ,ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი საქართველოს დემოკრატიისა და საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით. ყველას მოლოდინია, რომ ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდად, პრობლემების გარეშე და მისი შედეგების მიმართ უნდა ჰქონდეს ნდობა მოსახლეობას. პოლიტიკურმა პარტიებმა იმუშავეს ამ საკითხზე, 19 აპრილის შეთანხმებაშიც არის საარჩევნო საკითხები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო არჩევნებზე ვიხილოთ სოციალური მედია, როგორც მეტი სარგებლის მომტანი საარჩევნო პროცესისთვის და მასში ნაკლები იყოს სიძულვილის ენა, დეზინფორმაცია და ტყუილი. სოცმედიაში მეტი ინფორმაცია უნდა გაჟღერდეს პარტიის პლატფორმებისა და გეგმების შესახებ", - ამბობს კელი დეგნანი. 

მსგავსი სიახლეები