ამბასადორიალზე პრეზიდენტი დაბლოკეს - დიპლომატები მიზეზებზე არ საუბრობენ

26.12.23 15:22
ამბასადორიალზე პრეზიდენტი დაბლოკეს - დიპლომატები მიზეზებზე არ საუბრობენ

როგორია სალომე ზურაბიშვილი როლი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში და უნა ყოფილიყო თუ არა ის მიწვეული ელჩების კონფერენციაზე? - კითხვას დიპლომატები გაურბიან. საქართველოს სრულუფლებიან ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში მხოლოდ იმას ამბობს, რომ ორგანიზაციული საკითხი მის კომპეტენციაში არ შედის. 

ორგანიზაციულ პროტოკოლურ თემებზე ჩართული, ბუნებრივია, არ ვარ და ვერ ვიქნებოდი. ყველა მოქალაქეს აქვს თავისი როლი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა და თითოეულმა მოქალაქემ თავისი წვლილი შეიტანოს იმ მნიშვნელოვან საქმეში..., - ამბობს ელჩი. 

კითხვას გაქცევით პასუხობს საქართველოს ელჩი გერმანიაში ლევან იზორიაც. 

ხელისუფლებამ პრეზიენტი ამბასადორიალზე არ დაპატიჟა. მთავრობა ირწმუნება, რომ ყოველწლიური კონფერენციაზე, სადაც წელი შეაჯამეს, სალომე ზურბიშვილის მიწვევას ფორმატი არ ითვალსიწინებდა.

ის, რომ პრეზიენტი ელჩების კონფერენციაზე მიწვეული არ ყოფილა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ადასტურებს.