საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნაზე ზედმეტი აჟიოტაჟია ატეხილი - დარჩიაშვილი
ხელისუფლება, სავარუდოდ, დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნაზე უარს იტყვის. განცხადება დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ მისი უწყება საარჩევნო ადმინიტრაციასთან ამ საკითხზე მუშაობს, თუმცა ვერ თქვა, მიიღებენ თუ არა უბნების გახსნის გადაწყვეტილებას. მინისტრის თქმით, აღნიშNულ საკითხზე ზედმეტი "აჟიოტაჟია" ატეხილი.
მგონია, რომ ზედმეტი აჟიოტაჟია, ჩემთვის გაუგებარი. საქართველოს საელჩოები არჩევნების დროს ყოველთვის მზად იყვნენ, მიეღოთ საქართველოს მოქალაქეები, ვინც რეგისტრაციაზე იმყოფებოდნენ საკონსულო აღრიცხვაზე, რათა … მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. როგორ წარმოგიდგენიათ საარჩევნო უბნის გახსნა ქალაქში, სადაც საქართველოს ერთი მოქალაქეა? ამას სჭირდება [საუბნო] კომისია ადგილზე, უამრავი ადამიანური რესურსი, რათა ეს არჩევნები გამჭვირვალედ და უსაფრთხოდ ჩატარდეს. გვაქვს კონკრეტული პროცედურა, რაც ძალიან მჭიდრო კოორდინაციაშია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. არ იღელვოთ, როგორც აქამდე, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც დროებით იმყოფებიან საზღვარგარეთ, ექნებათ შესაძლებლობა, იმ უბნებზე, რომლებსაც გავხსნით, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და გამოხატონ საკუთარი სიმპათიები“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ათასობით ემიგრანტი არჩევნებზე ხმის უფლებას ითხოვს. ამ მოთხოვნით მათ ცესკოს ხელმოწერებითაც მიმართეს.