პრემიერის შემდეგ ივანიშვილს დავით ზალკალიანიც ემადლიერება
ირაკლი ღარიბაშვილის შემდებ ბიძინა ივანიშვილს აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანიც ემადლიერება. დიპლომატი ამტკიცებს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი სწორედ ივანიშვილმა წამოიწყო.
ის შედეგები რომ არ ყოფილიყო 2012 წელს, ასოცირების შეთანხმება და ეს მოხდა მისი პრემიერობის დროს, მისი პრემიერობის დროს დაიწყო მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით...შედეგები დაიდო 2012 წელს, - ამბობს დავით ზალკალიანი.
პრემიერმა დღეს ელჩების კონფერენციაზე ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში ბიძინა ივანიშვილს დამსახურებაზე ისაუბრა.