არ მქონდა იმედი, რომ "ოცნება" პრეზიდენტის მიმართ სახელმწიფოებრივ პოზიციას გამოიჩენდა - დეკანოიძე
ის, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტი ამბასადორიალზე არ დაპატიჟა, ოპოზიციას არ უკვირს. ხატია დეკანოიძე პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში ზურაბიშვილის როლი ძალიან დიდია, თუმცა ამას ხელისუფლება არაფრად აგდებს.
ამასთან, ოპოზიციის წევრის თქმით, "ოცნებას" არც დეპოლარიზაცია და არც საქართელოს ევროინტეგრაციის პროცესი არ ანაღვლებს და პრეზიდენტის არდაპატიჟებაც სწორედ ამის ერთ-ერთი გამოვლინება იყო.
მე არ მქონდა იმედი და რა თქმა უნდა, არც საზოგადოებას, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ მათ სახელმწიფოებრივი პოზიცია შეიძლება ჰქონდეთ. პრეზიდენტი იყო და არის ძალიან ჩართული საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესრულებაში, რაც გულისხმობდა სტატუსის მინიჭებას, პირველ რიგში. რაც გულისხმობს იმას, რომ არა მხოლოდ დეპოლარიზაცია არ აინტერესებთ, არ აინტერესებთ საერთოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების კუთხით ძალიან სერიოზული ისტორიული ეტაპი და ეს არის ზუსტად გამოვლინება სხვა მარავალ ფაქტორთან ერთად, რომელსაც ავლენს ხელისუფლება, - ამბობს დეკანოიძე.
ხელისუფლებამ პრეზიდენტი ამბასადორიალზე არ დაპატიჟა. მთავრობა ირწმუნება, რომ ყოველწლიური კონფერენციაზე, სადაც წელი შეაჯამეს, სალომე ზურბიშვილის მიწვევას ფორმატი არ ითვალსიწინებდა.
ის, რომ პრეზიენტი ელჩების კონფერენციაზე მიწვეული არ ყოფილა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ადასტურებს.