თურმე ივანიშვილის კარის მესამე თანრიგის პოლიტიკური კლოუნი სასაცილოდ მიიჩნევს ლელოს ცხრა პუნქტიან ინიციატივას - ბუაძე მაჭარაშვილზე
"ივანიშვილი კი ძალიან გვანებივრებს ეგზოტიკური პერსონაჟებით, მაგრამ ეს გამორჩეული ექსპონატია, კარგად ეტყობა „ქართუს სკოლა“," - ასე ეხმაურება "ლელოს" დეპუტატი საკრებულოში საბა ბუაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გურამ მაჭარაშვილს.
საქმე ეხება გურამ მაჭარაშვილის განცხადებას, როდესაც "ხალხის ძალის" ლიდერმა "ლელოს" ინიციატივა "მარშალის გეგმასთან" დაკავშირებით გააკრიტიკა.
თურმე ივანიშვილის კარის მესამე თანრიგის პოლიტიკური კლოუნი სასაცილოდ მიიჩნევს ლელოს ცხრა პუნქტიან ინიციატივას რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შეკავებაზე. თურმე სავიზო რეგულაციების დაწესება და რუსების აქ ბოგინის შეზღუდვა არის „ფაშიზმი“.
ივანიშვილი კი ძალიან გვანებივრებს ეგზოტიკური პერსონაჟებით, მაგრამ ეს გამორჩეული ექსპონატია, კარგად ეტყობა „ქართუს სკოლა“," - წერს საბა ბუაძე.