აქცია სოხუმში - რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის შესაძლო გადაცემას მასშტაბური პროტესტი მოჰყვა
ოკუპირებულ სოხუმში ე.წ. პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება - ადგილზე შეკრებილები რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემას ეწინააღმდეგებიან.
აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ მარიონეტული რეჟიმი აგარაკების რუსეთზე გადაცემას ხვალ, 27 დეკემბერს განიხილავს.
მოგმართავთ აფხაზეთის მოქალაქეებო! ვდგავართ პარლამენტის წინ. ამის საფუძველია, ის რომ 28 დეკემბრის სესიამ გადმოიწია 27 დეკემბერს. ეს მოულოდნელი იყო... ჩვენ აღვშფოთდით როგორი ვერაგული ეშმაკობით და სიჯიუტით ხდება ამ საკითხის გატანა.
ყველას მოგიწოდებთ, ვინც არ ხართ გულგრილი მოხვიდეთ და გაიგოთ რატომ არ არის გათვალისწინებული ხალხის დიდი ნაწილის ნება და ეს საკითხი რატომ გამოაქვთ ასე ეშმაკურად. ჩვენ აქ ვიდგებით, დაველოდებით მოვლენების განვითარებას, არსად არ ვაპირებთ წასვლას!" - აცხადებს აქციის მონაწილე.
აქციის პარალელურად, ე.წ. პარლამენტის შენობასთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. ადგილზე ჩავიდა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. “შინაგან საქმეთა მინისტრი” რობერტ კიუტი.