დაბლოკილი პრეზიდენტი - მთავრობის სადამსჯელო ოპერაცია ამბასადორიალზე

26.12.23 20:00
დაბლოკილი პრეზიდენტი - მთავრობის სადამსჯელო ოპერაცია ამბასადორიალზე

პრეზიდენტის სადამსჯელო ოპერაცია ამაბასდორიალზე.  ხელისუფლებამ სალომე ზურაბიშვილი დიპლომატებთან მიღებაზე დაბლოკა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთავარსარდალს, რომელსაც კონსტიტუციით აქვს ჩაბარებული ქვეყნის საგარეო ურთიერთობები, მოსაწვევიც კი არ გაუგზავნეს. შარშან ზურაბიშვილს ამბასადორიალზე სკამი არ დაუდგეს, წელს ხელისუფლებამ საერთოდ არ ჩათვალა საჭიროდ პრეზიდენტი მიეწვია. 

სამაგიეროდ, დაპატიჟეს მთავრობის სრული შემადგენლობა. ტრიბუნიდან კი ბიძინა ივანიშვილის ქება-დიდებას ისმენდნენ, რომ არ ყოფილიყო ივანიშვილი არაფერი მოხდებოდა - თქვა ღარიბაშვილმა და გაიმეორეს სხვებმაც, მათ შორის ელჩებმაც. დიპლომატები დღეს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ ხოტბას შეასხამდა ოლიგარქს და ვინ უფრო დააკნინებდა პრეზიდენტის როლს ევროინტეგრაციის გზაზე. გამონაკლისი მხოლოდ საფრანგეთში  საქართველოს ელჩი აღმოჩნდა.

დაბლოკილი პრეზიდენტი ამბასადორიალზე - ინა ცარციძის რეპორტაჟი