მთავრობის 8-გვერდიანი დოკუმენტი - "ოცნების" გეგმა, რომელიც EU-სთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ვერ მიგვიყვანს
გეგმა, რომელიც ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ვერ მიგვიყვანს. მთავრობის 8-გვერდიანი დოკუმენტი ყველაფერზე და ამავე დროს არაფერზე. ამ გეგმიდან ირკვევა, რომ "ქართული ოცნება" ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას ცესკოსთან დაკავშირებით საერთოდ არ აპირებს. ისევე როგორც დეოლიგარქიზაციის კანონის ცვლილებას. იქ სადაც ცვლილებები დაგეგმილია, არ არის დაკონკრეტებული როგორ აპირებს მთავრობა რეგორმების განხორციელებას. მათ შორის სასამართლოშიც.
ქაღალდზე წერია, რომ სასამართლო რეფორმა მარტის თვეში დასრულდება, თუმცა როგორ აპირებს ოცნება მურისიძე - ჩინჩალაძის კლანისთვის ძალაუფლების ჩამორთმევას - არაფერია ნათქვამი. მხოლოდ ის ვიცით, რომ განხილვა სამუშაო ჯგუფებში მოხდება, მაგრამ ვინ იქნებიან ამ ჯგუფებში არ ვიცით. მოკლედ ეს არის გეგმა, რომელმაც კითხვები უფრო მეტი გააჩინა ვიდრე პასუხები. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების ერთდაერთი გზა ხელისუფლების ცვლილებაზე გადის.
მთავრობის სამოქმედო გეგმა - რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟი