სამინისტროს ფაშისტური სტილით მართვა და ოლიგარქის მორჩილება - როგორ იქცა დაჯილდოების ცერემონია წულუკიანის მხილების დღედ?

26.12.23 20:07
სამინისტროს ფაშისტური სტილით მართვა და ოლიგარქის მორჩილება - როგორ იქცა დაჯილდოების ცერემონია წულუკიანის მხილების დღედ?

 

"ივანიშვილის მსახური და ქართული კულტურის მტერი" -  ლიტერატურული პრემიის დაჯილდოების ცერემონიალი თეა წულუკიანის საჯარო მხილების დღედ იქცა. ათობით ადამიანის თანდასწრებით მინისტრს უმძიმესი ბრალდებების მოსმენა მოუწია. მწერალმა ირაკლი კაკაბაძემ რეპრესიებით ცნობილ მინისტრს განკითხვის დღე მოუწყო.

დავით დოიაშვილის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია, კულტურის  ფაშისტური სტილით მართვა და ოლიგარქის უსიტყვო მორჩილება - ეს ის გამონაკლისი შემთხვევა იყო, როდესაც  წულუკიანს ხელოვანების სათქმელი მისივე თანდასწრებით  უთხრეს. 

მინისტრის მიმართ გამოთქმული მძიმე ბრალდებები დარბაზში არავის გაუპროტესტებია.  ჟურნალისტებისთვის მიუწვდომელია მწერალთა სახლის ხელმძღვანელიც, რომელიც პირადად იყო ამ სკანდალური დაჯილდოების ორგანიზატორი, რომელიც  დღეს კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. გავრცელდა აუდიო ჩანაწერები, სადაც  ქეთი დუმბაძე მწერლებს შენობის ფასადზე უკრაინის დროშის გადმოკიდებას უკრძალავს.

როგორ ეხმაურება წულუკიანის უწყება სკანდალურ ცერემონიალს  - ყველა დეტალი ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟიდან