შალვა პაპუაშვილი არეულობას აანონსებს
დაანონსებული არეულობა. ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი ხელისუფლება ისევ კარგად ნაცად ტაქტიკას ირჩევს. "ოპოზიცია წინასაარჩევნოდ პროვოკაციებს და დესტაბილიზაციას გეგმავს" - ეს გზავნილი როგორც ჩანს ოცნების ერთ-ერთი მთავარი ხაზი იქნება წინასაარჩევნოდ. მოსალოდნელი არეულობის და ხალხის დაშინების კამპანია პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა და შემდეგ ესტაფეტა ირაკლი ზარქუამ მისთვის დამახასიათებელი ლექსიკით გადაიბარა.
ხელმოცარულებად და მოღალატეებად გამოცხადებული ოპოზიციისთვის კი ეს გზავნილი მხოლოდ იმის ნიშანია, რომ "ოცნებამ" შავი პიარის საარჩევნო კამპანია გახსნილად გამოაცხადა.