ბათუმის ციხეში პატიმრებმა შიმშილობა შეწყვიტეს - სახალხო დამცველის მოადგილე
ბათუმის #3 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებმა შიმშილობა შეწყვიტეს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას სახალხო დამცველის მოადგილემ, ელენე ღუდუშაურმა დაუდასტურა. პატიმრებმა პროტესტის გამო შიმშილობა გუშინ დაიწყეს.
მისივე ინფორმაციით, ბათუმის მესამე პენიტენციურ დაწესებულებაში მოკვლევას და მონიტორინგს მომდევნო დღეებშიც გააგრძელებენ, იმის გამოსავლენად, შეიქმნება თუ არა ისევ ამანათებისა და წერილების პატიმრებისთვის გადაცემის პრობლემა.
რამდენიმე წუთის წინ ჩვენი წარმომადგენელი გამოვიდა დაწესებულებიდან, სადაც მან 8 მოშიმშილედან 5 პატიმარი მოინახულა. ბოლო ინფორმაციით, შვიდმა პატიმარმა შიმშილობა შეწყვიტა და მგონი უკვე მერვემაც. სამმა პატიმარმა სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხედრაზე უარი განაცხადა, იმ მიზეზით, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმა შეწყვიტა. რაც ამ ეტაპისთვის ვიცით, პროტესტის ძირითადი მიზეზი ამანათებთან და წერილებთან დაკავშირებული პრობლემა იყო", - ამბობს ელენე ღუდუშაური.