ირაკლი ღარიბაშვილი ზაზა გახელაძის მამას შეხვდა

22.06.21 14:19
ირაკლი ღარიბაშვილი ზაზა გახელაძის მამას შეხვდა

საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი, ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის მამას შეხვდა. 

ინფორმაცია "ტვ პირველს" მიხეილ გახელაძემ თავად დაუდასტურა. მისი თქმით, შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილმა ითხოვა. 

ჩავედი ისე, რომ ამ ზარის შესახებ ოჯახის წევრებსაც არ გავაგებინე. ღარიბაშვილს ვუთხარი, რომ არ უნდა ჩამოვსულიყავი, რადგან თქვენ დაგვპირდით, რომ ორ კვირაში ზაზა უნდა გამოსულიყო, მაგრამ ვერ გამოიყვანეთ-თქო. 

თქვენ სხვანაირად გაიგეთ, მე ეგ სიტყვა არ მითქვამსო. ისევ შეგვპირდა, რომ ყველანაირად ვმუშაობთ, რომ ზაზა მალე დაბრუნდეს ოჯახში. 

მე ვუთხარი, რომ ჩვენი დიალოგი ასე არ გაგრძელდებოდა. ვუთხარი, რომ ხვალ მე ცხინვალში გადასვლას ვგეგმავ. ჩემი ოჯახი კი აქციებს გააგრძელებს"- თქვა გახელაძის მამამ. 

მისი თქმით, პრემიერმა ურჩია, რომ ჩანაფიქრი სისრულეში არ მოიყვანონ. 

მე გავაკეთებ იმას, რაც ვთქვი. ერთი წელი ჰქონდათ დრო და არაფერი გააკეთა"- დასძინა გახელაძემ. 

ზაზა გახელაძის ოჯახი ხვალიდან აქციებს იწყებს. გახელაძეები ამბობენ, რომ ხელისუფლებისგან მოტყუებულები დარჩნენ. 

33 წლის ოჯახი იმუქრება, რომ ოკუპირებულ ცხინვალში გადავლენ და ზაზა გახელაძის 34-ე დაბადების დღეს იზოლატორში შეხვდებიან. 

მსგავსი სიახლეები