მარაზმია, როგორ შეიძლება ერთ ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკაში არ ვარ, მადლობა უხადო - ხაზარაძე

26.12.23 22:16
მარაზმია, როგორ შეიძლება ერთ ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკაში არ ვარ, მადლობა უხადო - ხაზარაძე

„ქართველმა ხალხმა თავისი ბრძოლით, თავგანწირვით მიაღწია კანდიდატის სტატუსს, რომელიც არ დაუწყია „ქართულ ოცნებას“. ეს ხომ არის მარაზმი, როგორ შეიძლება ერთ ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკაში არ ვარ, მადლობა უხადო,“ - ეს განცხადება „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ „რეაქციაში“ გააკეთა.

ხაზარაძისთვის გაუგებარია ხელისუფლების ქმედება, რომ მათ კანდიდატის სტატუსის მიღებაზე მადლობა ივანიშვილს გადაუხადა.

როგორც მამუკა ხაზარაძე ამბობს, სტატუსის მიღებას რეფორმები უნდა მოჰყვეს, რასაც ის "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ვერ ხედავს.

სტატუსი თუ იმას რეალური შედეგი და რეალური რეფორმა არ მოაყოლე, უბრალოდ არაფრისმაქნისი არ არის. ვიცი ქვეყნები, რომლებსაც ეს სტატუსი აქვთ.
აქ ხდება გეოპოლიტიკური ცვლილება. გახსოვთ, პრემიერ გახარიას წინასაარჩევნო დაპირება, რომ ჩვენ 2024-ში დავიწყებთ აპლიკაციის შევსებას, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ომი, რომ არ დაწყებულიყო უკრაინაში, აქაც დავინახეთ, რომ საქართველო, რომელიც ამ ტრიოში იყო მოწინავე, ეს არ დაუწყია „ქართულ ოცნებას“, ინერციით მივდიოდით, ეს დაწყებულია 90-იან წლებში, ცუდად თუ კარგად, ლიდერები ვიყავით, ერთი წელი დააგვიანა საქართველომ ამ სტატუსის მიღება, კითხვაა რატომ? რამ შეუშალა ხელი - ერთი წლის წინ რა ხდებოდა, იმიტომ, რომ შარლ მიშელი დოკუმენტი ჩააგდეს, ორივე პარტიამ - ენმ-მ, რომელმაც თქვა, რომ ვაწერ ხელს და არ მოაწერა ხელი და ქართულმა ოცნებამ, რომელმაც ისარგებლა ამით და თქვა, რომ დამთავრდა. რა ეწერა შარლ მიშელის დოკუმენტში, იმ ადამიანის სახელის დოკუმენტში, რომლის გარშემო მყოფებზეც არის დამოკიდებული, ჩააგდეს - ეწერა სასამართლო რეფორმა, საარჩევნო რეფორმა, ინკლუზიური მართვა, რამე მოხდა? არაფერი არ მოხდა.
გავიხსენოთ თავდასხმები ევროკავშირის მიმართულებით, გავიხსენოთ გავრილოვის ღამე, გავიხსენოთ რუსული კანონი, გავიხსენოთ ფარცხალაძე - ფსბ-ის აგენტი, რომელსაც ქართული ოცნება გადაეფარა.  ვინ არის ადამიანი - ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელი, მისი ბიზნესის დამლაგებელი, პროკურატურაში ყველა საქმის დამძრავი და სასამართლოში საქმის გამკეთებელი. აღარ ვლაპარაკობ ჟურნალისტებზე თავდასხმებზე - „ქართული ოცნების’ გამო გადაიწია ერთმა წელმა და დღეს ვიყავით ზღვარზე. „ქართულმა ოცნებამ“ რამე გამოასწორა? რომელი პუნქტი შესრულდა? 4 მოსამართლე დაგისანქცირეს, რეაქცია რა იყო? “ - ამბობს ხაზარაძე.

ხაზარაძის თქმით, მას ბრიუსელში შეხვედრის დროს პირდაპირ უთხრეს, რომ სტატუსის მიღებას მხოლოდ საზოგადოების გამო უჭერენ მხარს.

რაც შეეხება პრორუსული ჯგუფების გააქტიურებას, ხაზარაძე ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ არიან ეს პირები წახალისებული.

ბრიუსელში მითხრეს, ჩვენ იმიტომ ვუჭერთ ამას მხარს (სტატუსის მიღებას), რომ გეოპოლიტიკურად ეს იქნება საშინელება, რომ საქართველომ ახლა არ მიიღოს და ხალხმა რა დააშავა?
ევროკავშირის დროშების დაწვა მიდის, ვინ გაბედავს ნორმალური ხელისუფლების პირობებში, ან სასულიერო პირი, ან ენჯეოშნიკი, რომელიც რუსეთს ემსახურება, რომ დროშა დაწვას? ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ამის შეფასება.
ალტ-ინფოს უკან ვინ დგას, ხალხის ძალა რომ არის, შაქარაშვილი, შაქარივით, რომ რუსულ პროპაგანდას ეწევა, ვინ არიან, რა გაუკეთებიათ ამ ხალხს?“ - ამბობს ხაზარაძე.