"გიცნობთ, როგორც პარკეტის პოლიტიკოსებს" - ხაზარაძის პასუხი 1000-ლარიანი პენსიის კრიტიკაზე
პენსიის 1000 ლარამდე გაზრდასთან დაკავშირებით „ლელოს“ კრიტიკას ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან მამუკა ხაზარაძე პასუხობს.
ხაზარაძის თქმით, დღეს არსებულ ბიუჯეტშიც შეიძლება თანხების მოძიება პენსიის გაზრდისთვის.
რა გაქვს საამაყო? რამე განსაკუთრებული შექმენი? ადამიანები იხდიან გადასახადს და ინერციით მივდივართ. ჩვენი შემოტანილი 1000-ლარიანი პენსია, საოცარი რამ მოხდა - ქართული ოცნება ხომ გასაგებია, ოპოზიციონერებმაც დაიწყეს ამის კეთება, არ ჩამოვთვლი პარტიებს, არცერთი სამუშაო არ გაქვთ შექმნილი თითოეულ თქვენგანს - გიცნობთ, როგორც პარკეტის პოლიტიკოსებს, ანუ თქვენ არც საწარმოში ყოფილხართ, არც სამუშაო ადგილი შეგიქმნიათ და სულ რაღაც თეორიებს ავითარებთ, არც ბიუჯეტში გადაგიხდიათ რაღაც სერიოზული თანხა, გარდა იმ სადეპუტატო თანხიდან, საიდანაც ერიცხება საშემოსავლო ბიუჯეტს, ამიხსენით, როგორ შეგიძლიათ ასე გამოხვიდეთ და ილაპარაკოთ. ამით ამბობთ, რომ სულ „მასკვიჩით“ უნდა გვევლო, არ უნდა გადავმჯდარიყავით უცხოურ მანქანაზე, არ უნდა გაგვევითარებინა არაფერი, თქვენს თავს შეხედეთ - გუშინწინ რომ მანქანით დადიოდით და X თანხა, დღეს უფრო ძვირადღირებული მანქანით დადიხართ, როგორ ხდება?
როცა ქვეყანაში დღეს არსებული ბიუჯეტით ნახევარ მილიარდ ლარს ხარჯავ შტატგარეშე თანამშრომლებზე.
როცა ანაკლიის ქალაქის მშენებლობას ჩააგდებ და ამ პარტიის წარმომადგენლები მოდიან და კალკულატორით ჭკუას მასწავლიან, გაიარეთ და დამანახეთ თქვენი შექმნილი 2 სამუშაო ადგილი, სადაც ადამიანი მუდმივად მუშაობს, ეს არის დემაგოგია და კოლეგიალურად თუ გაინტერესებთ, ჩვენი ოფისის კარი ღიაა - მოდით და გეტყვით, როგორ გავზრდით ჩვენ 4 წელიწადში ბიუჯეტს, როგორ გავაორმაგებთ. გვეტყვიან, ახლა ეს რომ გააორმაგო, წელიწადში გვჭირდება 10-12 პროცენტიანი ზრდა, ამაშია საქმე, რომ ფანტაზია არ გყოფნით, არ გაგიკეთებიათ და იმიტომ.
მაგრამ ვერ გააკეთებს ბიძინა ივანიშვილის მიტაცებული ქვეყნის პირობებში, ვერ გააკეთებს ამ სასამართლოს პირობებში, ვერ გააკეთებს, რომ ადამიანები პოლიტიკაში საქმეზე არ ლაპარაკობენ.
კატეგორიული წინააღმდეგები ვართ ერთმანეთის შეურაცხყოფის, ჩვენ შეურაცხყოფას არავის ვაყენებთ, მაგრამ როცა თავს გესხმიან, იმიტომ, რომ მეტი არგუმენტი არ აქვთ, ამით ვერ გაგვაჩერებთ, ეს არის პრინციპული ბრძოლა,“ - განაცხადა ხაზარაძემ.