ეს იყო დესტრუქცია - ხაზარაძე სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე

26.12.23 22:43
ეს იყო დესტრუქცია - ხაზარაძე სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა იყო დესტრუქცია - ამ განცხადებას "ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე "რეაქციაში" აკეთებს.

ხაზარაძის თქმით, სააკაშვილის საარჩევნო პერიოდში საქართველოში ჩამოსვლამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები უკან დახია.

ეს იყო დესტრუქცია, იმიტომ, რომ ოპოზიცია იგებდა ადგილობრივ არჩევნებს და ჩვენ გვქონდა შარლ მიშელის დოკუმენტში ჩანაწერი, რომ თუ ოპოზიცია მოიგებდა და „ქართული ოცნება“ ვერ აიღებდა 44 პროცენტს, ინიშნებოდა რიგგარეშე არჩევნები. ნახეთ, რამხელა რაღაც მოჰყვა მის ჩამოსვლას - მოხდა პოლარიზაცია, გადანაწილდა შუა ამომრჩეველი, ან არ მოვიდა არჩევნებზე, ჩაიშალა უამრავი ადგილობრივი კოალიციების შექმნის მცდელობა.  რა მივიღეთ? - ვართ ჭაობში, ყველამ თავისი წვლილი შეიტანა, შეთანხმებული იყო მისი ჩამოსვლა „ქართულ ოცნებასთან“, უკან რაღაც დაიგეგმა, რომელიც მან არ იცოდა, მე ამის არც გარჩევა მინდა, ფაქტი სახეზეა, ქვეყანამ დაკარგა რამდენიმე წელი წინსვლის,“ - განაცხადა ხაზარაძემ.