დიდი იმედი იყავით და ახლა გახდით დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნის - ხაზარაძე ივანიშვილს
„დიდი იმედი იყავით და ახლა გახდით დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქვეყნის წინსვლის და ეს უნდა დამთავრდეს,“ - ამ განცხადებას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით „რეაქციაში“ „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე აკეთებს.
ხაზარაძის თქმით, 2024 წლის არჩევნები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია.
ის პროდასავლური ძალები, რომლებიც თავიდან შეიკრიბა ქართულ ოცნებაში - კვირიკაშვილი, ჩუგოშვილი, ალასანია, უსუფაშვილი, ხიდაშელი, სად არის ეს ხალხი? სად არიან ეს პოლიტიკოსები? დღეს ვინ გვყავს - შაქარაშვილი. ეს ხალხი თავისით წავიდა? არა, დაინახეს, რომ ქვეყანა მოატრიალა ივანიშვილმა თავისი საცეცებით, 2024-ში არის გადამწყვეტი ბრძოლა, რომელიც უნდა მოვიგოთ,“ - ამბობს ხაზარაძე.