სატრანსპორტო კოლაფსი რიკოთზე - მთავარ მაგისტრალზე ტრაილერი ამოტრიალდა (ვიდეო)
სატრანსპორტო კოლაფსი რიკოთზე - ქვეყნის მთავარ ავტომაგისტრალზე ტრაილერების და ავტომობილების რამდენიმე კილომეტრიანი რიგი დგას.
მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევაა. "პირველების" კორესპოდენტის ცნობით, ტრაილერის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მომხდარმა საცობი გამოიწვია. მოქალაქეების თქმით, კილომეტრიანი რიგები ჩუმათელეფიდან იწყება.