ბიჭვინთის აგარაკები რუსეთს გადაეცა - სოხუმში ვნებათღელვაა

27.12.23 11:36
ბიჭვინთის აგარაკები რუსეთს გადაეცა - სოხუმში ვნებათღელვაა

ბიჭვინთის აგარაკები რუსეთს გადაეცა. პროტესტის მიუხედავად, ე.წ. პარალემენტმა შეთანხმება გამთენიისას მაინც დაამტკიცა. დე ფაქტო პარლამენტში სხდომას დილის 6 საათზე 35-დან 28 "დეპუტატი" ესწრებოდა, "გადაწყვეტილებას" კი მხარი  26-მა დაუჭირა.

ახლა ყველა დეპუტატი პარლამენტშია, შენობის გარეთ კი დიდი ვნებათღელვაა. ადგილზე სპეცრაზმია მობილზიებული. ე.წ . ოპოზიცია და ხალხი ამბობს, რომ აგარაკების დათმობას არ აპირებენ.

გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე გარეთ შეკრებილ მოსახლეობასთან გამოვიდა, რომლებსაც უთხრა, რომ პუტინს მესამე პირზე აგარაკების გასხვისება არ შეუძლია. მის ამ გამოსვლას ხმაური და პროტესტი მოჰყვა. 

რა ვითარებაში მოხდა ეს? ის, რომ 28 რიცხვიდან სესია გადმოიტანეს 27-ში და საბოლოოდ, ის 5 თუ 6 საათზე შედგა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ დეპუტატებს საკუთარი ხალხის ეშინიათ. ეშინოდათ, რომ აქ შეიკრიბებოდა ბევრი ხალხი, რომ მოახდენდნენ ზეწოლას, ამიტომ იჩქარეს, მიეღოთ უკანონო გადაწყვეტილება. ფაქტია, რომ მათ, უბრალოდ, კანონის ცნება უგულებელყვეს. მათ თავი კანონზე ზევით დაიყენეს, კონსტიტუციაზე ზევით დაიყენეს. კიდევ იმის დემოსტრირება მოახდინეს, რომ რაღაც ისეთ ზეწოლას განიცდიან, რომ იძულებულები არიან, მიიღონ გადაწყვეტილება. განა შეიძლება ადამიანმა გაირბინოს 100 მეტრი ერთ წამში? შეუძლებელია! ასევე, საკონსტიტუციო კანონის მიღება სამივე მოსმენით პარლამენტს არ შეუძლია ერთ სესიაზე, - ამბობს პროტესტის მონაწილე.