ძაღლი, რომელსაც ბაღდადში ბლაგვი საგნით დაზიანება თავის არეში მიაყენეს, მოკვდა
ძაღლი, რომელსაც ბაღდადში ბლაგვი საგნით დაზიანება თავის არეში მიაყენეს, მოკვდა - ინფორმაციას ცხოველთა უფლებადამცველი მიხეილ კაჭკაჭიშვილი ავრცელებს.
მიუსაფარ ძაღლს მძიმე დაზიანებები 24 დეკემბერს მიაყენეს. ცხოველს თბილისში მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობის ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.