საკრებულოში შემოსულია „ლაგუნა ვერეს“ და მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც სარეკრეაციო ზონაა - ლიპარტელიანი
"ქართული ოცნება" "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობის საკითხის განხილვას ახალ წლამდე დაჩქარებული წესით გეგმავს - საკითხზე საგანგებო განცხადება დააკეთა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ლილე ლიპარტელიანმა.
მისი თქმით, საკრებულოში უკვე შემოსულია „ლაგუნა ვერეს“ და მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც თავიდან ბოლომდე სარეკრეაციო ზონაა.
ამ ტერიტორიაზე იმ სახის განაშენიანება, რაც განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი ნაწილით დამტკიცდა და ახლა უკვე განაშენიანების გეგმით არის შემოსული, დედაქალაქში ურბანულ და სატრანსპორტო კატასტროფას გამოიწვევს. შესაბამისად, ეს ნაწილი საკრებულომ უნდა გაითვალისწინოს, სივრცით აღიქვას, თუ რა შეიძლება მოხდეს, არამარტო ამ განაშენიანების რეგულირების გეგმის, არამედ მიმდებარედ თუ დამტკიცდება მანდ განაშენიანების რეგულირების გეგმები, რა კატასტროფას გამოიწვევს დედაქალაქის ისტორიული ნაწილისთვის. გვაქვს მოლოდინი, რომ დედაქალაქის მერია თუ არა, საკრებულო მაინც გაუწევს წინააღმდეგობას. იმდენად კატასტროფულია ეს განაშენიანების გეგმა, და შესაბამისად, უკვე აქ არსებული სიტუაცია, დედაქალაქში არსებული ინფრასტრუქტურა ვერ აიტანს ასეთ მსხვილმასშტაბიან პროექტებს,“, - განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა.